წითელი კედელი არის წაგებაზე ორიენტირებული პოდკასტი, რომელიც დათო ჩიხლაძემ და გიორგი ცინცაძემ დააფუძნეს 2019 წელს. ვიწყებთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს და გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ვთვლით რომ მემარცხენე აზრისთვის საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავმოძრავდეთ, დავიწყოთ მუშაობა, ვისაუბრო… read more
საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის საპირისპიროდ, ირჩევენ სივრცის გამოყენების საკუთარ გზას. ასე ათვისებული სივრცეები ქმნიან საზოგადოებრივ ქსოვილს, ადგილებს სადაც ერთმანეთს ვხედავთ, ველაპარაკებით, ვეთამაშებით...
ცოტა ხნის წინ მერიამ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენებას აპირებს. იპოდრომი თბილისის სოციალური ქსოვილისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი სივრცეა და პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამ სტატუსის დაკარგვის საშიშროება ბევრმა იგრძნო.
ამ ეპიზოდისთვის ჩვენს მეგობრებს, მსმენელებს, მსმენელების მეგობრებს ვთხოვეთ გამოეგზავნათ ხმოვანი გზავნილი მათი სოციალური, კულტურული თუ ემოციური კავშირის შესახებ იპოდრომთან. საბოლოოდ ძალიან საინტერესო კრებული მივიღეთ ზეპირი ისტორიების, რომლებიც კარგად აჩვენებენ იპოდრომის სოციალურ მრავალფეროვნებას და უნიკალურ ნიშას, რომელიც ამ სივრცეს ქალაქის ცხოვრებაში უჭირავს.
Educational
Interesting
Funny
Agree
Love
Wow
Are you the creator of this podcast?
and pick the featured episodes for your show.
Connect with listeners
Podcasters use the RadioPublic listener relationship platform to build lasting connections with fans
Yes, let's begin connectingFind new listeners
Understand your audience
Engage your fanbase
Make money