წითელი კედელი არის წაგებაზე ორიენტირებული პოდკასტი, რომელიც დათო ჩიხლაძემ და გიორგი ცინცაძემ დააფუძნეს 2019 წელს. ვიწყებთ იმ რესურსებით, რაც გვაქვს და გვესმის, რომ ეს ძალიან ცოტაა, მაგრამ ვთვლით რომ მემარცხენე აზრისთვის საქართველოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავმოძრავდეთ, დავიწყოთ მუშაობა, ვისაუბრო… read more
საქართველოდან გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე წასვლის მსურველად ორ დღეში 55 000 ადამიანი დარეგისტრირდა. რას გვეუბნება ეს რიცხვი? - რომ საქართველოში სამუშაო ადგილი არასაკმარია, რა თქმა უნდა; რომ განუსაზღვრელი მინიმალური …
ბაკურაუ” გვიყვება ამბავს იმპერიალიზმის შესახებ. ფილმს მემარცხენე გამოცემებმა დიდი ყურადღება დაუთმეს, მიეძღვნა სტატიები და კრიტიკული რეფლექსიები. ეს გასაკვირი არაა, რადგან რეჟისორები ბრაზილიის პოლიტიკაში აქტიურად არიან …
შეტევამ კაპიტოლიუმზე შეძრა ამერიკა და გააკვირვა მსოფლიო. წლების განმავლობაში გაღრმავებულმა უფსკრულმა ამერიკის საზოგადოებაში საბოლოოდ ამოხეთქა როგორც ბლოკბასტერმა, დისტოპიურმა საი-ფაიმ. უფსკრულის გაღრმავების მიზეზი ალბათ …
2020 წელი იყო პანდემიის და თვითონ ეს წელიც იყო პანდემია. დრო გავა და პანდემია დაგვრჩება როგორც ზედსართავი სახელი, აღმნიშვნელი რაღაცის საშიშის, დაუძლეველის, გარდაუვალის და მოსაბეზრებელის - 2020 წელი ხომ ზუსტად ამ …
ზამთარი მოდის და მოაქვს უიმედობა. ქვეყანას რომელიც სოციალური კატასტროფის წინაშე დგას, კაპიტალისტური კლასი გამოწოვს სისხლის ბოლო წვეთსაც კი. სულ ბოლოს აფრიკის დასახლებაში ადამიანები, თბილისის მერიის განკარგულებით, …
მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა განადგურებით ემუქრება გარემოსა და საცხოვრისს. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ადამიანები დაკარგავენ ბუნებას, სოფელს, სახლებს, საფლავებს. საქართველო კი …
საქართველოს პოლიტიკიდან დიდი ხანია გაქრა ხალხი. ჩვენ გვაქვს ოცდაათწლიანი გამოცდილება ანტიპოლიტიკის, როცა ღირებულებრივი ან იდეოლოგიური მოღვაწეობა გადაფარულია პერსონალური ძალაუფლების ან სიმდიდრისთვის მებრძოლი ჯგუფების …
საზოგადოებრივი სივრცე მუდამ არის ბრძოლის მოედანი სოციალურ გამოყენებასა და კარნახის ვერტიკალს შორის. ადამიანებს ყოველთვის ეუბნებიან თუ როგორ მოიქცნენ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, თუმცა ადამიანები, ხშირად ამ კარნახის …
პოლინგი არჩევნებისა და წინასაარჩევნო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კომპონენტია, რომელიც ხალხის პარტიულ აფილიაციასა და საარჩევნო განსაზღვრებებს იკვლევს. თუმცა, პოლინგი ატარებს გარკვეულ რისკებსაც, მაგალითად …
“პანდემია” ეტაპობრივად იპოვის ახალ გრამატიკულ განზომილებებს და ჩვენ მას საუბარში გამოვიყენებთ როგორც არსებით სახელს, ზმნას ან ზედსართავ სახელს. პანდემიად ჩვენ დავახასიათებთ მდგომარეობას რომელიც არის საფრთხისშემცველი …
პირველი შეკითხვა, რომლითაც ქართულ არჩევნებზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ აუცილებლად არის თუ როგორ მოვედით აქამდე. რა პროცესები იყო ამ ოცდაათი წლის განმსაზღვრელი, რომელიც ქართულ საზოგადოებას მარად ცუდსა და უარესს შორის …
რევოლუცია პოეტური აქტია და არ არსებობს ნამდვილი პოეზია რევოლუციური მომენტის გარეშე. მაიაკოვსკი რევოლუციონერი პოეტი იყო, გნებავთ პოეტი რევოლუციონერი, ანაც, როგორც ხშირად ეძახიან - რევოლუციის პოეტი. მისი პოეზია …
ბელარუსი იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. ლუკაშენკო აცხადებს რომ ისევ გაიმარჯვა არჩევნებში და მოიპოვა ქვეყნის მართვის უფლება, მას ათასობით ადამიანი არ ეთანხმება და არასამართლიან არჩევნებს ქუჩებში აპროტესტებს. პროტესტს …
სომხეთში დგას რთული და გარდამტეხი პერიოდი: ქვეყანა არის პოსტ-რევოლუციურ მოცემულობაში, ებრძვის ახალი კორონავირუსის რთულ ეპიდსიტუაციას და პარალელურად ჩართულია შეიარაღებულ კონფლიქტში მეზობელ აზერბაიჯანთან. მიუხედავადა …
ჯეფრი ეპსტეინის საქმე ექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მარცნიდან მარჯვნივ და ცენტრის გავლით. ეპსტეინი ამერიკელი მილიარდელი იყო, რომელიც არასრულწლოვანთან სექს ტრეფიკინგის გამო დააკავეს ერთი წლის წინ, დაკავებიდან …
ექიმებს ტაშს უკრავენ ქუჩებში, ფეისბუკზე, ტელევიზიებში. ექთნებს ვეძახით გმირებს და მადლობას ვუხდით პანდემიის პირობებში თავგანწირული მუშაობისთვის. თუმცა, გვავიწყდება, რომ სამედიცინო მუშაკების შრომის ასანაზრაურებლად …
მინიაპოლისი იწვის. იწვის ამერიკა. ცეცხლის გამჩაღებელი ქვეყნის შავკანიანი მოქალაქეები და ისინი არიან, ვინც საუკუნეების განმავლობაში დაფუძნებულ და ფესვგამდგარ რასიზმს ვეღარ ეგუებიან. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ გააშიშვლა …
იდენტობის პოლიტიკის ცენტრისტული ხაზი გამორკვევისა და გამოხატვის უფლებებისთვის ბრძოლას კლასობრივ კონტექსტს აშორებს და ქვიარ და მემარცხენე აქტივიზმს შორის გათიშულობას იწვევს. გათიშულობა კი მხოლოდ ხელოვნური და თავს …
საბჭოთა საკითხი არის სპილო ოთახში, როცა დისკუსია მემარცხენე პოლიტიკას და ქართულ მემარცხენეობას შეეხება. საბჭოთა საკითხი საზოგადოებრივი დისკუსიებისთვის გადაუჭრელ ბარიერად იქცა, რომელიც დომინანტურად ლიბერალური …
ცოტა ხნის წინ თურქეთში შიმშილობის 300 დღიან აქციას ორი ამხანაგი შეეწირა. ორივე გრუფ იორუმის წევრები იყვნენ, მემარცხენე მუსიკალური ჯგუფის, რომელსაც სამი წელია მოღვაწეობის უფლება აქვს შეზღუდული თურქეთში. გრუფ იორუმი …
პანდემიის მიერ მოტანილმა ეკონომიკურმა სირთულემ, რომლის კრიზისად გადაქცევის უთუო მოლოდინი გვაქვს, ქალების შრომის დაუფასებელი მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა. მთავრობის მიერ შეთავაზებულმა სოციალურმა პაკეტმა საერთოდ …
1886 წლის პირველ მაისს ამერიკელმა მშრომელებმა მასშტაბური გაფიცვა მოაწყვეს. გაფიცვას ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეურთდა ქვეყნის მასშტაბით. გაფიცვის ეპიცენტრი იყო ჩიკაგო, სადაც ორმოცი ათასამდე ადამიანი გაიფიცა და …
კარანტინი საქართველოში ხდება ექსტრემალური, ცისფერი ეკრანებიდან და სოციალური ქსელებიდან მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სახლში რათა გადავირჩინოთ თავი და გადავარჩინოთ სხვებიც. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსხვრევადია და ვერ …
გლობალური პანდემია ეხება ბევრს ცალკეულად და ეხება ყველას ერთად. ჩვენ თვალს ვადევნებთ თუ როგორ ცდის ვირუსი საზოგადოებების მდგრადობას, მათ ღირებულებებს, ჯანდაცვის სისტემებს და სააშკარაოზე ამოაქვს წლების განმავლობაში …
ნიკა ქუცნიაშვილმა მაინკრაფტის მოდი შექმნა, სადაც თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სიმულაცია ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლას სამი პერსპექტივიდან გვაჩვენებს: ლევან ბერძენიშვილის ღვაწლი, გირჩის ლიბერტარიანული …
კორონავირუსი შეცვლის სამყაროს. ზუსტად ვერავინ იტყვის როგორ, მაგრამ ერთ რამ ნათელია, პანდემიის შემდეგ მოცემულობა იქნება განსხვავებული. ეს უკვე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხია. კორონავირუსმა მკვეთრად გვაჩვენა გვიანი …
ბერნი 2020 ჩვენი ყურადღების ცენტრში დასაწყისიდანვე იყო. ბერნი სენდერსი თითქმის შეუსრულებელ მისიას ეჭიდება ამერიკაში, ის განცხადებული სოციალისტია, რომელიც ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი გახდეს. ეს მიზანი უკვე არც ისე …
მას შემდეგ რაც საქართველომ სრული ინდუსტრიული კოლაფსი გადაიტანა, ფაბრიკა-ქარხნების ამუშავების პროგრამა ყველა მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში იკავებს ადგილს. მიდგომა ყველა შემთხვევაში ერთია - საქართველო ცდილობს მოიზიდოს …
საზოგადოებრივ დაპირისპირებას ყოველთვის აქვს მყარი ეკონომიკური აგუმენტი - რეალურად საუბარი არასდროსაა ეროვნებაზე, რელიგიაზე, რასაზე ან სხვა იდენტობაზე, დაპირისპირება ხდება მათ შორის ვინც აწარმოებს სიმდიდრეს და მათ შორის …
ამერიკაში მიმდინარე დემოკრატების პრაიმერი წითელ სიგნალს უგზავნის მსოფლიოს - ბერნი სენდერსი დემოკრატიული პარტიის ფრონტრანერია. თუმცა, ფაქტია დემოკრატიული ისთაბლიშმენთი არ აპირებს მშვიდად უყუროს თუ როგორ იღებენ პარტიის …
გასული წლები, განსაკუთრებით კი გასული ათი წელი, საქართველოს ისტორიაში იმითაც იყო გამორჩეული, რომ საზოგადოებაში მემარცხენე თვითორგანიზებული ჯგუფების ჩამოყალიბება დაიწყო. ეს ჯგუფები ძირითადად ახალგაზრდა ადამიანების, …
საბერძნეთმა ერთ დღეს გაიღვიძა ჩიხში, რომელშიც წლების მანძილზე არასწორი და უპასუხისმგებლო პოლიტიკის წარმოების გამო აღმოჩნდა. ბერძნები ბრმად ერთიანდებოდნენ ეკონომიკურ სისტემებში რომელზეც არავითარი კონტროლი არ გააჩნდათ. …
მემარცხენე ბრძოლის ავანგარდში, გლობალურად, მწვანეები დგანან. საქართველოშიც ასეა. დიდი კორპორაციები და სიხარბით მოტივირებული დეველოპერები ცდილობენ მიითვისონ მეტი და მეტი საჯარო სივრცე და პირადი შემოსავლის ახალ წყაროდ …
2020 წლის პირველ ეპიზოდში ლევან ბერიანიძესთან ერთად ვსაუბრობთ ჩიხში შესულ მემარცხენეობაზე, განვიხილავთ წარმატებული ორგანიზების მაგალითებს და ვეხმაურებით შემაშფოთებელ ამბებს ირანიდან. ვსაუბრობთ ავსტრალიაზეც, სადაც ამ …
Are you the creator of this podcast?
and pick the featured episodes for your show.
Connect with listeners
Podcasters use the RadioPublic listener relationship platform to build lasting connections with fans
Yes, let's begin connectingFind new listeners
Understand your audience
Engage your fanbase
Make money